კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასტუმრო "გამა"-ში  

"გამა" - ახალი, კომფორტული, საოჯახო ტიპის სასტუმროა. ის მდებარეობს ქალაქ ბათუმში, ზღვასთან ახლოს. სასტუმროში თქვენთვის გარანტირებულია მშვიდი და მყუდრო გარემო სასიამოვნო დასვენებისა და საქმიანი ვიზიტისთვის. თქვენ მოგემსახურებათ მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები. სასტუმრო შედგება 8 ნომრისგან. აქედან 1 (ექვს ადგილიანი) ლუქსია და 5 (ორადგილიანი) სტანდარტული ნომერი. შესაძლებელია ლუქსის ცალ ცალკე ნომრებათ დაყოფაც, ასევე შესაძლებელია ნომრებში საწოლების ჩამატება. ყველა მათგანს აქვს ღია აივანი და აბაზანა. ნომრები აღჭურვილია კონდიციონერებით, გათბობის სისტემით, უფასო ინტერნეტით და სატელიტური ტელევიზიით. ყველა სართულს ემსახურება თავისი სამზარეულო. აგრეთვე სასტუმროში ფუნქციონირებს რესტორანი და ავტოსადგომი.